Doctor's Search

კლინიკა “ტერდი”

logo

კლინიკა “ტერდი” დაარსდა 2000 წელს და თანამშრომლობს ტერფის ბიომექანიკის დიაგნოსტიკისა და კორექციის სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ბელგიასა და გერმანიაში.

 

“ტერდი” არის ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრი, პედოგრაფიული გამოკვლევის საფუძველზე ხდება ინდივიდუალური სამკურნალო-საკორექციო ღაბაშის დამზადება (თუ გავითვალისწინებთ ჩინური წერტილოვანი მასაჟის პრინციპებს, რა თქმა უნდა ტერფის სწორი დატვირთვა დადებით შედეგს გამოიღებს სხვადასვა პრობლემების დროს).

„ტერდი“-ში ტარდება ტერფის ბიომექანიკური პარამეტრების დადგენა და კორექცია ინდივიდუალური სამკურნალო ღაბაშის მეშვეობით (სუპინატორი, პრონატორი, კორექტორი).

ტერფის დეფორმაცია იწვევს გარკვეული ორგანოების ფუნქციის მოშლას.

ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი დაავადებების დროს:

  • ბრტყელტერფიანობა;
  • ტერფმრუდობა;
  • დიაბეტური ტერფი;
  • ღრუ ტერფი;
  • ნამგლისებრი ტერფი;
  • სქოლიოზი;
  • ვენური უკმარისობა;
  • მძიმე ფეხის სინდრომი;
  • ლიმფოსტაზი;
  • ქუსლის დეზი;
  • ართროზი;
  • ჭარბი წონა;
  • აქილევსის მყესის დაზიანება;
  • I თითის ვალგუსური დეფორმაცია;
  • სხვადასხვა ფასციტები;
  • პროფესიული.

პროფესიული და სპორტული დატვირთვა:

  • ფეხბურთი
  • ჩოგბურთი
  • კალათბურთი
  • რაგბი

კლინიკის კონსულტანტები გახლავთ:

  • ბავშვთა ორთოპედი – ნუნუ გეგეშიძე
  • ანგიოქირურგი, მედიცინის დიქტორი პროფესორი – დავით ფარღალავა

ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტები გახლავთ:

თამარ ჭიჭინაძე

Tamar Tchitchinadze
დაბადების თარიღი: 3.08.1970წ.

  • 2000 წლიდან დღემდე კლინიკა „ტერდი“, ექიმი-ბიოტექნოლოგი, ორთოკინეზე კორექტორი.
  • 1987-1993 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
  • 2006 წ. – რუსეთის ფედერაციის სამედიცინო აკადემია, მოსკოვი. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საფუძვლები, ბიოტექნოლოგია, კვალიფიკაციის ამაღლება.
  • 2007 და 2013 წ.წ. – ტერფის ბიომექანიკის დიაგნოსტიკის და კორექციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კვალიფიკაცია, ობერკოხენი, გერმანია.

2002 წ. – თანაავტორი ნაშრომის „როგორ დავდივართ საქართველოში“, ლიდსი, ინგლისი.

მობ: 995 555 55 60 10

თამარ კოტარია

დაბადების თარიღი: 26.10.1960

  • 1984 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
  • 1984-1986 წწ. – კლინიკური ორდინატურა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტი.
  • 1987-1990 წწ. – კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი.
  • 1991 -2000 – საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, განყოფილების გამგე.
  • 2000 წლიდან დღემდე – ტერფის ბიომექანიკის შესწავლისა და კორქციის ცენტრი „ტერდი“.
  • 1995 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
  • 1995 წლიდან დღემდე კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის საზოგადოების წევრი.
  • 1998 წლიდან საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის წევრი.
  • 1998 წლიდან საქართველოს გარემოსმცოდნეობისა და სამოქალაქო აღზრდის ცენტრი „გაია“-ს წევრი.
  • 1996 წელი – ფონდი „ჰორიზონტი“ თრეინინგი – „არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა და მენეჯმენტი“.
  • 1998 წელი – არასამთავრობო ორგანიზაცია „გალუბკა“ თრეინინგი „ეფექტური კომუნიკაციის და ჯგუფური მუშაობის უნარჩვევები“.
  • 2002 წელი – ორგანიზაცია „იუნისეფი“ თრეინინგი „ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ“.
  • 1999 -2002 წწ. – „ღია საზოგადოება საქართველო“-ს მიერ განხორციელებული სხვადასხვა  პროექტის  ტრენერი.
  • 2000-2003 წწ. – ფონდი „იუნისეფი“, პროექტი „სასიცოცხლო უნარ-ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ექსპერტი.
  • 2015 წლიდან   ევროპის კლინიკური ჰემორეოლოგიის და მიკროცირკულაციის ქართული ფრთის თავჯდომარის მოადგილე.
  • 2004, 2007, 2009, 2014 წწ. –  მიუნხენის ბიომექანიკის ლაბორატორია და  ბრიუსელის ორთოკინეტიკისა და ბიომექანიკის ინსტიტუტი, თრეინიგი კლინიკურ ბიომექანიკაში.
  • 28 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 გამოგონების ავტორი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ფილიალები:

  • თბილისი – ქავთარაძის 40, მე-3 სართ., ტელ.: +995 322 253 602
  • ქუთაისი – აღდგენითი მკურნალობის სავადმყოფო, დვალიშვილის 13.
  • ბათუმი – საზღვაო ჰოსპიტალი, მელიქიშვილის 102ა.

ელ. ფოსტა: terdigeo@hotmail.com
Facebook: https://web.facebook.com/terdigeo