Doctor's Search

თინა ქიტუაშვილი MD. PhD.

Tina-Kituashvili

საკონტაქტო ინფორმაცია
NCDV Clinic
 “კანვენი” – კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი 
თბილისი, საქართველო. დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)
ტელ.: +995 322 95 77 44, 2 95 06 26; 2 95 46 43
მობ.: +995 593 36 86 52
ელ. ფოსტა: tina_kituashvili@yahoo.com
საავტორო გადაცემა VIPMED TIME
YouTube Preview Image
ინტერვიუ ექიმთან

Tina-Kituashvili-Interview

დაბადების თარიღი: 30.10.1956

სპეციალობა: ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, ექიმი-კოსმეტოლოგი.

სამეცნიერო ხარისხი:
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დისერტაცია თემაზე: „ჩვეულებრივი ფერისმჭამელას კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებანი და თერაპიული კორექცია“- 2003 წ.

აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი.

სამეცნიერო წოდება:  ასოცირებული პროფესორი.

სამუშაო ადგილი/თანამდებობა:
შ.პ.ს. „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“-ს დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში

განათლება:

  • 1974-1980 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, წარჩინებით.
  • 1980-1982 წ.წ. – კლინიკური ორდინატურა –  თსსი, ენდოკრინოლოგიის კურსი.

სამუშაო გამოცდილება:

  • 1982-1990 წ.წ. – ენდოკრინოლოგი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი.
  • 1990-2004 წ.წ. – მეცნიერთანამშრომელი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი.
  • 2004 წლიდან 2011 წლამდე – დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი.
  • 2011 წლიდან დღემდე – დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი.

სამეცნიერო შრომა:

  • 94 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ბოლო 10 წლის განმავლობაში – 61.
  • 2 მეთოდური რეკომენდაცია.
  • ერთი სახელმძღვანელო.

მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი გრანტებისა და პროგრამების სამეცნიერო ხელმძღვანელი 2004 წლიდან დღემდე.

პედაგოგიური საქმიანობა:

  • ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ლექტორი 2004 -2006 წწ., ასოცირებული პროფესორი- 2006 წლიდან დღემდე.
  • უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ასისტენტ-პროფესორი 2004 წლიდან 2011 წლამდე, დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2011 წლიდან დღემდე.
  • შპს „ინტერბიზნესის“ საქართველო-ისრაელის სტომატოლოგიის ინსტიტუტი, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ხელმძღვანელი 2002 წლიდან,    ასოცირებული პროფესორი – 2006 წლიდან.
  • 32 უმცროსი ექიმის დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტურო პროგრამის ხელმძღვანელი – 2004-2008 წ.წ. ხოლო 22 რეზიდენტის კოორდინატორი და ლოკალური ხელმძღვანელი 2013 – 2015 წ.წ. ამჟამად 10 რეზიდენტის კოორდინატორი და ლოკალური ხელმძღვანელი დერმატო-ვეეროლოგიაში. აგრეთვე 2 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

პროფესიული საზოგადოებების წევრობა 

  • თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოება – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი – 2004 – 2006 წწ;
  • საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია – GADV (Georgian Association of Dermatovenereologists) – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
  • ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის აკადემიის წევრი;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირის ( IUSTI) წევრი;
  • საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (ISTED);
  • საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
  • საქართველოს ფლებოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
  • ასოციაცია“ვენუს–ჯორჯია“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
  • საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

 სხვა პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა

  • საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “South Caucasian Dermatology and Venereology News”-ის დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი 2005 წლიდან;
  • ჟურნალის „თერაპია-საქართველო“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;
  • „საქართველოს ქალთა საბჭოს“ გამგეობის წევრი;
  • სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის წევრი სპეციალობაში „დერმატო-ვენეროლოგია“;
  • ვებ–გვერდის www. dermatology.ge ავტორი;
  • მრავალი ჰუმანიტარული აქციის მონაწილე.

კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები:

მონაწილეობა მაქვს მიღებული  150-ზე მეტ  ადგილობრივ თუ საერთაშორისო  კონფერენციაში, კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და ტრეინინგებში მსმენელის, მომხსენებლისა და  ორგანიზატორის სტატუსით.

კომპიუტერული უნარჩვევები:
Windows, MS Office, Internet, Email

ენების ცოდნა:
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – კარგად


მსგავსი ინფორმაცია