Doctor's Search

პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის კლინიკა “ტოტალ შარმი”

totaal charm 009

“ტოტალ შარმი” - პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელს წარმოადგენს. მისი ფილიალები თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, პრაღასა და ვალენსიაში მდებარეობს. „ტოტალ შარმის“ ყველა კლინიკა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც ესთეტიკური მედიცინის უახლესი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას იძლევა.

 

კლინიკის პირველი ფილიალი მოსკოვში 1996 წელს გაიხსნა. დღესდღეობით, „ტოტალ შარმის“ ხუთი საერთაშორისო კლასის ფილიალი არსებობს.

პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სფეროში მრავალწლიანი (17 წელზე მეტი) სამუშაო გამოცდილებით კლინიკა „ტოტალ შარმმა“ პაციენტებსა და კოლეგებში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული კლინიკის სახელი დაიმკვიდრა. „ტოტალ შარმის“ ექიმები მათი გამოცდილებითა და მუშაობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, ატარებენ სასწავლო ტრენინგებსა და ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცალკე აღსანიშნავია კლინიკის ქირურგების მიერ გამოგონილი და მსოფლიო მედიცინაში გავრცელებული კანის Aptos-ძაფებით დაჭიმვის მეთოდი.

თბილისი, საქართველო

კლინიკის მთავარი ფილიალი ქალაქის შუაგულში totaal charm 005მდებარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მე-19 საუკუნითაა დათარიღებული. კლინიკაში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის მთელი სპექტრია წარმოდგენილი. ასევე, ფუნქციონირებს 7 ადამიანზე გათვლილი სტაციონარი ინდივიდუალური პალატებით.

totaal charm 006ბათუმი, საქართველო

ბათუმის კლინიკა ქალაქის ისტორიულ უბანში, „პიაცას“ მოედნის მახლობლად მდებარეობს. გარდა ქირურგიული და -დერმატო-კოსმეტოლოგიური მომსახურებისა, ფილიალი თავის პაციენტებს აპარტ-ოტელის მომსახურებასაც სთავაზობს. სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ პაციენტებს კომფორტულ სასტუმროში ყოფნა  ნებისმიერი ვადით შეუძლიათ.

 

მოსკოვი, რუსეთი

სწორედ აქ, “ტოტალ-შარმის” მოსკოვის ფილიალში, შეიქმნა Aptos-ძაფებით ლიფტინგის მეთოდიკა. totaal charm 007ქირურგიული ოპერაციების გარდა, კლინიკაში პლასტიკური ქირურგებისა და დერმატო-კოსმეტოლოგების სასწავლო ცენტრის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მოსკოვის ფილიალი ხშირად მონაწილეობს პროფესიულ სატელევიზიო გადაცემებში ( „ჯანმრთელობა ელენა მალიშევასთან ერთად“, „პერეზაგრუზკა“ და მრავალი სხვა).

totaal charm 008ვალენსია, ესპანეთი

„ტოტალ შარმი“ ვალენსიაში ესპანეთის Aptos-ის მცირეინვაზიური ტექნოლოგიების საბაზო ცენტრს წარმოადგენს.

პრაღა, ჩეხეთი

 

კლინიკა პრაღაში წარმატებულად ახორციელებს Aptos-ის მეთოდების სწავლებას ევროპის მასშტაბით.

ჩვენი კლინიკის ექიმები გახლავთ:


 

საკონტაქტო ინფორმაცია:
პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის კლინიკა “ტოტალ შარმი”
თბილისი, საქართველო.
ვახტანგ ორბელიანის ქუჩა 18
ტელ.: (+995 32)  2 18 18 14
ელ.ფოსტა: reception@tcc.ge

ბათუმი, საქართველო.
6000, ვახტანგ გორგასლის ქ. 15
ტელ./ფაქსი: +995 422 29 29 19; +995 422 22 88 22
ელ.ფოსტა: reception@tcc.ge