Doctor's Search

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ კიდევ ერთი წარმატება

November 13, 2018 Posted By Vipmed.ge

გერმანიიდან დაბრუნდა ცენტრის თანამშრომელი, ივ. ჯავახიშვილის თსუ-ს დოქტორანტი მეან-გინეკოლოგი მაია ჭიოკაძე (ხელმძღვანელი – პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი), რომელიც უკვე მეორედ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის -DAAD-ის ერთობლივი გრანტის სტიპენდიით მიწვეული იყო გერმანიის ქ. იენის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეანო განყოფილების სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პროფესორ უდო მარკერტთან (ნაშრომის თანახელმძღვანელი) სადოქტორო კვლევითი პროექტის შესასრულებლად.

მაია ჭიოკაძემ ამ სამეცნიერო მივლინების მიზნებს სრულად გაართვა თავი და დაიმსახურა რეპროდუქციული იმუნოლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტის, ევროპის რეპროდუქტოლოგ-იმუნოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის პროფესორ უდო მარკერტის მაღალი შეფასება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლინიკა „უნივერსის“ ბაზაზე, რომელიც თანამშრომლობს იენის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეანო განყოფილების კვლევით ცენტრთან, მიმდინარეობს ინტენსიური კვლევითი მუშაობა ისეთ აქტიურ, პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ენდომეტრიუმის იმუნოდიაგნოსტიკა უცნობი გენეზის ორსულობის განმეორებითი დანაკარგების დროს.

კლინიკებს შორის გაფორმებულ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხდება ჩვენი პაციენტების საკვლევი ნიმუშების ანალიზი სხვადასხვა იმუნოლოგიურ მარკერებზე და მსოფლიოში ცნობილი ექსპერტების რეკომენდაციები მიღება.

ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე მიღებული კვლევის შედეგები შეესაბამება მაღალ საერთაშორისო დონეს. ასეთი კვლევები არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაშიც კი არ ტარდება. ამდენად, რმც „ უნივერსი“, რომელიც ნერგავს თავის პრაქტიკულ საქმიანობაში ამ ნოვატორულ მეთიოდებს, დიდი წვლილი შეაქვს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო სამედიცინო მეცნიერებაში.

ზემოაღნიშნული მეთოდების დანერგვა რმც „უნივერსის“ ბაზაზე არსებულ ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მუშაობაში ხელს შეუწყობს ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მქონე წყვილების მართვის ეფექტურობის ამაღლებას.

მასალა გამოყენებულია: facebook.com