Doctor's Search

უნივერსი

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი

 

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი” (ყოფილი ”ემბრიოტოქსი”) დაარსდა 2007 წელს და ამ მოკლე პერიოდში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისათვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა.

ცენტრის მისიას წარმოადგენს ყველა სახის რეპროდუქციული დარღვევების პროფილაქტიკა, ადრეული, ზუსტი  დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა, რაც საბოლოო შედეგის  მიღწევას – ჯანმრთელი ბავშვის  დაბადებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არათუ საქართველოში, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც, იშვიათად მოიძებნება დაწესებულება, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ  რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური  თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისათვის.

კლინიკაში არსებული კომფორტული გარემო, მსოფლიო დონის უახლესი აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩათვლით), კეთილგანწყობილი, გამოცდილი, მუდმივად  განახლებადი ცოდნის მქონე ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს და პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას.

პრაქტიკული საქმიანობის გარდა ცენტრში “უნივერსი” დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მომზადებაში, საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების მუშაობაში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. მეტად მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობაში ახალგაზრდა კადრების მომზადება – ცენტრი წარმოადგენს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიაში რეზიდენტებისა და დოქტორანტებისათვის.

ცენტრის საქმიანობის როგორც პრაქტიკულ, ასევე  სამეცნიერო პრიორიტეტს წარმოადგენს უშვილობა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგები. ცენტრს “უნივერსი” ამ მიმართულებით მუშაობის ექსკლუზიური გამოცდილება გააჩნია. ცენტრის მიერ ამ სფეროში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები ინტერესს იმსახურებს, არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

გამომდინარე სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის პრიორიტეტებიდან, ცენტრში შემუშავებულია ზემოაღნიშნული მდგომარეობების მართვის სპეციალური ალგორითმები და გაიდლაინები, რომლებიც ეფუძნება როგორც მსოფლიო უახლეს მონაცემებს, ასევე საკუთარ მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას და ქვეყნის (მათ შორის ჯანდაცვის სისტემის) სპეციფიკას. მთავარი აქცენტი რეპროდუქციული დარღვევების მართვისას კეთდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპლექსურ, სრულყოფილ მიდგომაზე, რომლის დროსაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენის საფუძველზე ხდება ყოველი პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა, პრობლემების მიზეზების მაქსიმალური სიზუსტით დადგენა და შემდგომ მკურნალობის ინდივიდუალური, ოპტიმალური სქემის შერჩევა საუკეთესო, ეფექტიანი შედეგის მისაღებად.

ჩვენი ექიმები არიან:

 

ცენტრის პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
გინეკოლოგიური და რეპროდუქციული-ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები
ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული
სექსუალური დისფუნქციები
უნაყოფობა
ასევე:
საკონტქატო ინფორმაცია

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი

მის: თბილისი, ლუბლიანის 2/6
ელ. ფოსტა: contact@universy.ge
ტელ: (+995 32) 253 23 11
ტელ: (+995 32) 253 23 12

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”-ს ფილიალი მელიქიშვილის გამზირზე

მის: თბილისი, მელიქიშვილის გამზ. 17
ელ. ფოსტა: contact@universy.ge
ტელ: (+995) 592 99 70 32
ტელ: (+995) 599 47 47 79

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”-ს ფილიალი ქუთაისში

მის: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა 2
ელ. ფოსტა: contact@universy.ge
ტელ: (+995) 568 25 51 51
ტელ: (+995) 574 68 22 99