Doctor's Search

“სქესობირვ ცხოვრებას, რომელიც არის შემთხვევითი, რომელიც არის დაუცველი, ყოველთვის მოყვება რაიმე გართულება!” – ვახტანგ კვირკველია

October 11, 2017 Posted By Vipmed.ge

სიტყვა „ინფიცირება“ ბევრი ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. არადა სულაც არ არის ასე. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა საკმაოდ მარტივად  შეიძლება მოხდეს, დროული და სწორი მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში.

ნებისმიერი სულ მცირე ნიშნების აღომჩენის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რაც უფრო გაგიმარტივებთ შემდგომში მკურნალობის პროცესს!

 კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში მისულ პაციენტებს, ნებისმიერი სახის სგგდ-ს აღმოჩენის შემთხვევაში ამიერკავკასიაში უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები, მოგაწვდით უტყუარ ინფორმაციას ორგანიზმში არსებული მდგომარეობის შესახებ. ადგილზევე შეძლებთ ჩაიტაროთ  დიაგნოსტიკა და მკურნალობა მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით.

კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით VIPMED.GE- ს საავტორო გადაცემაში “VIPMED TIME”- ის სტუმართან დერმატო-ვენეროლოგ ბატონ ვახტანგ კვირკველიასგან.

- წარგვიდგინეთ თქვენი თავი.

ვირუსული ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი-ვახტანგ კვირკველია.

- რას გულისხმობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებში გაერთიანებულია დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც აქვს ერთი საერთო მახასიათებელი. ისინი გადადიან უპირატესად სქესობრივი გზით, აქ შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციები, ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები, მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო თვისება. სქესობრივი კონტაქტის, შემდეგ შეიძლება გადაედოს ადამიანს. ამით განსხვავდება იმ სხვა დაავადებისგან, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ან წყლით ან ნიადაგით. არცერთი ჩვენი დაავადება ძირითადად არ ვრცელდება სხვა გზით. ანუ ეს არის ერთადერთი გზა რაც შეეხება ჩამონათვალს შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბაქტერიებიდან. აქ არის ყველაზე გავრცელებული გონორეა, ხალხში უფრო ცნბილია როგორც ტრიპერი. ასეთი სახელწოდებით სიფილისი ანუ ათაშანგი, ხლამიდიოზი, ურიაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი. გაცილებით დიდი ჯგუფია ვირუსების აქ შედის მარტივი გერპესი ვირუსი ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც გადადის ასევე სქესობრივი კავშირის შედეგად ასევე შედის რათქმა უნდა იმუნოდეფიციტის ვირუსი. გეპატიტი, ბ და ც ასე რომ ვირუსების ჯგუფიც საკმაოდ დიდია. აქ არის ასევე სოკოვანი ინფექციები. სოკოვანი დაავადება რათქმაუნდა ისე შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომ არ ქონდეს სექსი, მაგრამ სქესობრივი გზითაც შეიძლება გადავიდეს. ამიტომ ამ ჯგუფში გაერთიანებულია ესეთი პარაზიტებიც. აგრეთვე ამ ჯგუფში შედის მუნი და პედიკულიოზი. ეს ორი დაავადებაც გადადის, რაიმე დაბინძურებული საგნის საშუალებით. მაგრამ ამ ჯგუფშიც მოიაზრება, ვინაიდან სქესობრივი კავშირის შემდეგ. შეიძლება მოხდეს ინფიცირება ასეთი ინფექციით.

- ყველაზე მეტად გავრცელებული, ზემოდხსენებული დაავადებებიდან რომელია?

ამათ შორის ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია ადამიანის პაპილომა ვირუსი. ეს ვირუსი საერთოდ მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქვს ეს არ არის ძალიან დიდი ციფრი მიუხედავად იმისა რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არარსებობს ზოგადად ითვლება რომ ადამიანს ვისაც ყავს ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი მას შეიძლება ჰქონდეს ადამიანის პაპილომა ვირუსი. მაგრამ აქედან უმეტესობა არის უბრალოდ მატარებელი. ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის ინფიცირებული მას აქვს ეს ვირუსი ეს არის ინფექციის გამავრცელებელი, მაგრამ ფიზიკურად არის ჯანმრთელი. არანაირი გამოვლინება არააქვს და თუ ვთქვათ, რაიმე პრობლემის გამო არ მოხდა მისი გამოკვლევა ან მის პარტნიორს არ შეაწუხა პრობლემამ შეიძლება მისთვის საერთოდ გაურკვეველიც აღმოჩნდეს. თუმცა თუ გამოვლინდა, გამოვლინდება დაახლოებით 5 დან 10 % მდე. ინფიცირებულ ადამიანთა შორის შეიძლება მიიღოს ძალიან აგრესიული ხასითი. ხასიათდება გამონაყრით. გამონაყარი ეს შეიძლება იყოს სამოცზე მეტი სეროტიპია და ზოგიერტი სეროტიპია არის კიბოს წინარე დაავადების გამომწვევი. შესაბამისად ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს ბრტყელუჯრედოვანი კარცეგომა რაც საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და იგივე, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნე.

- რა გზით შეიძლება მოხდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადადება?

როგორც ავღნიშნე, ჩვენს დაავადებებს აქვს ერთი გამაერთიანებელი, ისინი გადადიან უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე ანუ ძალიან იშვიათია მესამე საგნით, ძალიან დაბინძურებული ნივთითი მათი გადაცემა. ძირითადი ეს არის უშუალო კონტაქტი. ისინი ადამიანის ორგანიზმის გარეშე ვერ ძლებენ და შესაბამისად კონტაქტი არის ერთადერთი პირობა, რომ მოხდეს ინფიცირება ადამიანის. არის იშვიათი გამონაკლისები არის საყოფაცხოვრებო გზა, მაგრამ ეს თითქმის  არ ხდება დღევანდელ რეალობაში და თუ არ ჩავთვლით ვთქვათ პარაზიტულ ინფექციებს ისინი გადადის მხოლოდ და მხოლოდ სექსით.

- თქვენს კლინიკაში რა მეთოდებით ხდება მკურნალობა?

ჩვენს კლინიკაში, რაიმე განსაკუთრებული მეთოდები არ არის შემოღებული. ჩვენ ვაღიარებთ მსფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სქემებს და ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის მიერ შემუშავებულ მკურნალობის სქემებს. საკმაოდ ხშირად სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში გვხვდება, რომ თითოეულ ექიმს აქვთ თავისი რაღაცა თავისი მკურნალობის სქემა თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით და ა.შ. ეს არც ისე იშვიათია. ხდება იმითი აპერირება, რომ ვთქვათ ჩვენს სააფთიაქო ქსელში ნაყიდი წამლის ხარისხი შეიძლება არ იყოს ევროპული დონის და შესაბამისად თვითნებურად იზრდება ხანგრძლივობა მედიკამენტის მიღების. მისი დოზები, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, ყოველთვის არარის საკმარისი ერთი ექიმის გამოცდილება იმისათვის, რომ მან თავისი ინდივიდუალური მკურნალობის სქემა შეიმუშავოს. რაც მსოფლიოში აღიარებულია, რაც ევროპასა და ამერიკაშია მიღებული, ის სქემები არ შეიძლება ასე მარტივად შევცვალოთ. თუ ჩვენ რაიმე მოსაზრება გვაქვს, არ ვეთანხმებით, ამისათვის ტარდება ფორუმები, არის აკადემიის სხდომები და ა.შ. სადაც შეიძლება ჩვენი წინადადებები ჩვენი დაკვირვებები გავაჟღეროთ, მაგრამ თვითნებურად ამ სქემების შეცვლა და მასში ესეთი რადიკალური ცვლილებების შეტანა ჩემის აზრით სრულიად მიუღებელია და ჩვენი ინსტიტუტი არარის გამონაკლისი, ემორჩილება მსოფლიოში აღიარებულ სქემებს.

- რა ნიშნებით ვლინდება ზემოდხსენებული დაავადებები?

ამ დაავადებებს აქვს სხვადასხვა გამოვლინება. ისინი აზიანებენ სხვადასხვა ორგანოებს სხვადასხვა ინტენსივობით. მათი გამაერთიანებელია, როგორც ვთქვი არამარტო გადაცემის გზა. შესაბამისად გამოვლინება ხდება სხვადასხვა გზით ძირითადად ეს არის დისკომფორტი გენიტარიუმის არეში, სხვადასხვა ინტესნსივობით გამოხატული ქავილი, წვის შეგრძნება შარდვისას,შეიძლება იყოს სხვადსხვა ინტენსივობით გამოხატული წვის გარდა გამონაყარი, შეილება იყოს ლოკალური შეიძლება იყოს გენერალიზებული, მაგრამ რაც ყველაზე ცუდი არის ჩვენი დაავადებების უმრავლესობას ახასიათებს ფარული მიმდინარეობაც, ანუ როგორც აქტიური მიმდინარეობა ისე ფარული. ახლა რითია სახიფათო ფარული მიმდინარეობა, როცა ადამიანს აწუხებს რაიმე მას აქვს გამონადენი წვა ან ქავილი ის აუცილებლად ადრე თუ გვიან მიმართავს ექიმს და შესაბამისად დაისმევა დიაგნოზი და ჩატარდება ადეკვატური მკურნალობა. ყველაზე სახიფათო არის ფარული მიმდინარე დაავადება. ასეთი ადამიანი თავს გრძნობს ჯანმრთელად სინამდვილეში ის ავრცელებს დაავადებას და გარდა იმისა, რომ დაავადებას ავრცელებს. მის ორგანიზმში გამომწვევი მრავლდება და ის აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს. თუ თავიდან შეღწევის კარი იყო ვთქვათ წინაურიაწრე, შემდეგ მიდის აღმავალი ინფექცია და ვითარდება ისეთი გართულებები, როგორიც არის შეხორცებები. შეიძლება იყოს მამაკაცებში პროსტატიტები, ორხიტები ქალებში, ალოპის მიერ შეხორცებები, რაც შემოდგომში იწვევს უკვე სერიოზულ გართულებას და უშვილობას და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ზოგიერთი გართულება უკვე არის შეუქცევადი პროცესი და ჩვენ მარტო შეგვიძლია შევაჩეროთ პროცესი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ იცოდეს რომ ნებისმიერი ინფექცია მიმდინარეობს, როგორც აქტიურად ისე ფარულად. შესაბამისად თუ ვინმეს ყავს ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი და არ იყენებს დამცავ საშუალებებს, აუცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს გამოკვლევა და დროულად მიმართოს ექიმს ვიდრე არ არის გვიან.

- როგორ მოიქცეს პაციენტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადების აღმოჩენის სემთხვევაში და ვის უნდა მიმართოს?

როგორც გითხარით არარის საჭირო რაიმეს აღმოჩენა ყველას ვისაც ყავს ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი, მითუმეტეს თუ ეს პარტნიორები არის სხვადასხვა და შემთხვევითი, არ უნდა დაელოდოს არ უნდა დაელოდოს რაიმე სიმპტომის განვითარებას. არ უნდა დაელოდოს, როდის გახდება ცუდად. როდის იგრძნობს წვას ან ქავილს. აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკურად მიმართოს ექიმს. ნუ არ ვლაპარაკობ იმაზე რათქმაუნდა ნებისმიერი სახის დისკომფორტი შეიძლება იყოს ძალიან სუსტად გამოხატული, რაღაც უჩვეულო სუნი, რომელიც აქამდე არ ყოფილა. შეიძლება იყოს ქავილის შეგრძნება. არ არის საჭირო ძალიან ინტენსიური. შეიძლება იყოს გამონაყარი, გამონადენი, ურეწრიდან ანუ ხშირი შარდვა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ყოველთვის ჯობია ზედმეტი ვიზიტი ექიმთან, ვიდრე არვიზიტი და ყველა ამ დაავადებას სამწუხაროდ აქვს თვისება რომ მკურნალობის გარეშე ის გადადის უკვე ფარულ მიმდინარეობაში. ანუ ორგანიზმი თვითონ ებრძვის გამომწვევს. ბოლომდე ვერ ამარცხებს, მაგრამ ბალანსი მყარდება მიკრო და მაკრო ორგანიზმს შორის და შესაბამისად პაციენტი გრძნობს გაუმჯობესებას და ეს აღიქმება როგორც გაჯანსაღება, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს გაჯანსაღებას. ანუ სიმპტომების გაქრობა არ ნიშნავს გაჯანსაღებას! შესაბამისად, რომ სიმპტომები აღარ არის, ქავილმაც იკლო და სუნიც გაქრა. თუ რაიმე უსიამოვნო შეგრძნება იყო, ნებისმიერი ტიპის გამონაყარი ქავილი იქნება თუ წვა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ- სპეციალისტ ვენეროლოგს და არა ვთქვათ მეგობარს ან ნათესავს მეზობელს და ა.შ. ყოვლად დაუშვებელია რაიმე მსგავსი რჩევები. შეიძლება თქვენს მეგობარს, ძალიან კარგ ექიმთან იყო და მას ჩაუტარდა რაღაც მკურნალობა. ეს არ ნიშნავს რომ იგივე მკურნალობა თქვენთვისაც მისაღებია. ნებისმიერი არაადეკვატური მკურნალობა სამწუხაროდ საკმარისია რომ დაავადება გადავიდეს ფარულ მიმდინარეობაში. რომელიც ყველაზე საშიშია როგორც ავღნიშნე.

- რა სახის ჩარევებს ანხორციელებთ, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღმოაჩნდა სიცოცხლისთვის საშიში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება სხეულზე ან გამოკვლევებში?

ძირითადად ჩვენი დაავადებები პირდაპირ სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისს, მაგალითად ეხლა „სიფილისის“ თუ ადამიანმა არ იმკურნალა არ მიმართა ექიმს და განვითარდა ვთქვათ ნეიროსიფილისი ან გუმა და ა.შ. რათქმაუნდა შეიძლება დეტალურ შემთხვევამდეც მიგვიყვანს, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს ასე არ ხდება, ამიტომ ესე კატეგორიულად, რომ ჩვენი დაავადებები სიკვდილის მიზეზი არ არის სიმართლე. თუმცა ძალიან სერიოზული გართულებების გარდა, შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. მარტივი გერპესი, რომელიც შეიძლება ქრონიკულად მიმდინარეობს და ყოველდღე ახსენებს ძალიან მტკივნეული გამონაყარით, რომელიც მოგეხსენებათ არარის კარგი და მითუმეტეს სასქესო ორგანოებზე ესეთი გამონაყარი ცვლის ცხოვრების წესს. თან ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, არასასურველ დროს ანუ როცა გარემოს იცვლის, მივლინების დროს, ან მოგზაურობსი დროს და ეს ორმაგად უფრო შემაწუხებელია. შესაბამისად ნებისმიერი გამოვლინების დროს, ყოველთვის საჭიროა მივმართოთ ექიმს და ჩარევები არის ადეკვატური. ანუ ძირითადად არის მედიკამენტოზური მკურნალობა, მინიმუმამდე დაყვანილია რაიმე სახის პროცედურები. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის პროცედურები შეიძლება ჩატარდეს. ძირითადად საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს, დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევა და შესაბამისად ხანმოკლე ეფექტური კურსები საკმარისია იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდეთ. თუ რათქმაუნდა ეს არის ის დაავადებები, რომელიც არ ექვემდებარება, ანუ სიცოცხლის მანძილზე ხართ მატარებელი. თუნდაც მარტივი გერპესი იქნება თუ პაპილომა ვირუსი. მისი ელიმინაცია ანუ ორგანიზმიდან გამოსვლა არ ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა იმკურნალოთ. სათანადო მკურნალობის შედეგად, თქვენ იცხოვრებთ კარგად და ჯანმრთელად!

- სტატისტიკურად რამდენად იმატა მომართვიანობამ და არის თუ არა ეს რიცხვი საგანგაშო?

ნუ საერთოდ მომართვიანობა წლიდან წლამდე მატულობს. ეს დამოკიდებულია არამარტო დაავადების გავრცელებაზე, არამედ მოსახლეობის განათლების და ინფორმაციულობის მომატების დონეზე. რათქმაუნდა თვითონ დაავადებათა სიხშირე თუნდაც, რომ ჩვენი დაწესებულების მაგალითზე ავიღოთ, გაცილებით მაღალია ვიდრე ვთქვათ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. თუმცა გაცილებით ნაკლებია ვიდრე თუნდაც უკრაინაში, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავიმშვიდოთ თავი. ეხლა აქ რაარიის, ძალიან კარგი არის როცა შეგიძლია დაავადების მართვა. ანუ თუ პაციენტს ექნება ინფორმაცია, თუ რა შეიძლება მოყვეს მის შემთხვევით სქესობრივ კავშირს. რა უნდა გააკეთოს როცა შეამჩნევს რაიმე გამოვლინებას. ამ შემთხვევაში ჩვენ არამარტო თვითონ პაციენტის ჯანმრთელობას ვუფრთილდებით, არამედ მის გარშემო მყოფთა ჯანმრთელობასაც, იმიტომ რომ ის პაციენტი, რომელიც არ მკურნალობს არის მატარებელი და გამავრცელებელი ინფექციის. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ასეთი გადაცემები. ყოველგვარი საინფორმაციო სააგიტაციო ბუკლეტები, რომელიც მიიტანანს ინფორმაციას პაიცენტმდე და ეს არის ძალიან ეფექტური შეიძლება ითქვას სხვა დაავადებაზე. ვთქვათ გულის იშემიურ დაავადებაზე ძალიან აქტუალურია ცხოვრების ჯანმრთელი წესი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რადიკალურად, ანუ თუ ადამიანს არ ექნება ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი ანუ პიროვნებასთან, ის არასდროს არ გახდება ავად არანაირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ეს სტატისტიკა მიუხედავად, იმისა რომ არარის სანდო იმიტომ რომ ძალიან ხშირად პაციენტი მიმართავს თვითმკურნალობას, არ მიმართავს პროფესიონალს და შესაბამისად მისი ფიქსირება არ ხდება, ის რაოდენობაც რაც ფიქსირდება, ისიც საკმაოდ საგანგაშოა. შესაბამისად ყველას მოვუწოდებ რომ ნებისმიერ უსიამოვნო შეგრძნება თუ უჩვეულო გამონაყარის და გამონადენის დროს, არ დაელოდოთ გართულებას და მიმართოთ დროულად ექიმს. ვინაიდან საქართველო იმყოფება ერთერთ მაღალ რისკ ზონაში.

- უმეტესად ქალბატონები უფრო ხშირად მოგმართავენ თუ მამაკაცები?

საერთოდ სტატისტიკურად რაიმე განსხვავება სქესის მიხედვით, რომ უფრო უპირატესად ერთი სქესი უფრო ავადდება თუ მეორე ესეთი რამე არ არსებობს. ადრე უფრო კაცები აქტიურობდნენ სქესობრივი ცხოვრების განხრით და უფრო მეტი იყო მათ შორის, მაგრმ დღესდღეისობით მინდა გითხრათ რომ ქალბატონები არ ჩამორჩებიან და საკმაოდ აქტიურად ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას რაც რათქმაუნდა კარგია. მაგრამ რათქმაუნდა უნდა იცოდნენ, რომ სქესობირვი ცხოვრებას, რომელიც არის შემთხვევითი, რომელიც არის დაუცველი, ყოველთვის შეიძლება მოყვეს რაიმე გართულება. თუნდაც რაიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მხრივ ანუ დღეს რათქმაუნდა რაიმე დისბალანსი არარის. დაახლოებით 50/50 პროცენტულად ქალები და მამაკაცების მომართვიანობა, ჩვენს დაწესებულებაში ყველა შემთხვევაში.

- როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან?

ამაზე ძალიან ადვილად შემიძლია გიპასუხოთ. თუ არ გვექნება არანაირი სქესობრივი კონტაქტი, ინფიცირებულ პაციენტთან ჩვენ არ დაგვემართება ეს დაავადება. ეს არის ძალიან მარტივი და ელემენტარული. თუმცა ამის შესრულება არც ისე ადვილია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანმა თვითონ არ იცის, რომ არის ინფიცირებული. ეს არ ხდება ვთვქათ, ბოროტებისგან ან განზრახ დაავადების გავრცელების მიზნით. ის თავს ჯანმრთლად გრძნობს, მაგრამ არის მატარებელი. შესაბამისად ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ სქესობრივი პარტნიორი არჩევას ანუ ის არამარტო თქვენთვის მისაღები და სასურველი უნდა იყოს, უნდა იყოს ჯანმრთელიც. იდეალურ შემთხვევაში ვიდრე დაიწყება სქესობრივი კავშირი, კარგია ორივეს შემოწმება და დარწმუნება იმაში, რომ ორივეს არაფერი არაგაქვთ. თუმცა ეს რეალურად არ არის მარტივი შესასრულებელი. ნუ სხვა შემთვევაში უნდა გამოვიყენოთ პირადი ჰიგიგიენის ანუ დამცავი საშუალებები. არის კონდომები სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა ზომის და ფორმის, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. რათქმაუნდა 100% მედიცინაში არაფერი არ არის. მაგრამ ნუ ძალიან დიდი პროცენტია, იმისა რომ ასეთი საშუალების გამოყენებით ჩვენ დავიცავთ თავს ინფექციისაგან. გარდა ამისა თვითონ კონტაქტიდან 2-3 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ჩავიტაროთ პირადი ჰიგიენის, ისეთი რიტუალი რასაც ჰქვია სპეციალური ხსნარებით სასქესო ორგანოების დამუშავება. ასეთი ხსნარები იყიდება აფთიაქებში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ისევ ეფექტურია მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი კავშირიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, მერე ასეთი პროცედურის ჩატარებას აზრი არ აქვს. მაგრამ ისევ და ისევ ყველაზე ეფექტური არის ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორი. მაშინ არანაირი რაიმე რიტუალის ჩატარება საჭირო არ არის. შეგიძლიათ მშვიდად ისიამოვნოთ და იყოთ წყნარად, რომ თქვენ არაფერი არ გემუქრებათ!

- დააფიქსირეთ თქვენი აზრი ჩვენს სამედიცინო პორტალთან დაკავშირებით!

ჩემი აზრით ძალიან აუცილებელია ესეთი პორტალის არსებობა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ინფორმაციის დეფიციტი არსებობს მოსახლეობაში. ადამიანმა არ იცის ვის მიმართოს, სად წავიდეს, არც დაწესებულება, არც ექიმი. ძალიან ხშირად მოდის გზააბნეული, რომელიც იყო ჯერ ვთქვათ თერაპევტთან ან უროლოგთან და ბოლო, ბოლოს მოხვდა ჩვენთან. ამასობაში დრო იკარგება, თანხები პაციენტის და ა.შ. ძალიან კარგია როცა შეგიძლია ინტერნეტში აკრიფო საძიებელ ველში შენთვის საინტერესო შეკითხვა და იქ მიიღო ამომწურავი პასუხი. ასე რომ მე გისურვებთ წარმატებებს და რაც მეტ ასეთ  ჩაწერას და ინფორმაციის გავრცელებას მოახერხებთ, მით უფრო მეტად ჯანმრთელი იქნება საქართველოს მოსახლეობა ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები