Doctor's Search

გაიმართა სამედიცინო პორტალის “რჩეული ექიმი-2018″-ის დაჯილდოების ცერემონიალი

October 17, 2018 Posted By Vipmed.ge

ამა წლის 15 ოქტომბერს გაიმართა სამედიცინო პორტალ „VIPMED.GE“ -ს მიერ ორგანიზებული „რჩეული ექიმები 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი.

კონკურსი ძალიან დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობამ საუკეთესო შედეგები აჩვენა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ სამედიცინო პორტალი ნამდვილად საუკეთესო და პროფესიონალთა ჯგუფისგან შემდგარი პორტალია.

გთავაზობთ ხმის მიცემის შედეგებს:

სულ შემოსული ხმათა რაოდენობა: 104,823 ხმა

ჩვენმა პორტალმა ნომინაციაში სულ 7 ექიმი დააჯილდოვა:

კარდიოლოგი, არითმოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ზვიად მათოშვილი (36%, 39,572 ხმა)

ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ დეკანოსიძე (26%, 28,402 ხმა)

ზოგადი ქირურგი, ლაპარასკოპიული ქირურგი, ენდოსკოპისტი გურამ გურაშვილი (7%, 7,601 ხმა)

ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი-იმპლანტოლოგი, პლასტიკური ქირურგი, ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი ვანო საფარიშვილი (7%, 7,322 ხმა)

მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კორკოტაშვილი (6%, 6,153 ხმა)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ლომთათიძე (3%, 3,038 ხმა)

ექიმი-უროლოგი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ პაპავა (3%, 3,016 ხმა)

სრული შედეგები ოხოლეთ: http://www.vipmed.ge/vote/

.

სამედიცინო პორტალი თითოეულ ექიმს წარმატებებს უსურვებს!

ჩვენი პორტალი ყოველთვის იქნება თქვენს სამსახურში.